Skip to content

მოლოდინში …

November 2, 2012

” რა არის ჩვენი ყოფა – წუთისოფელი, თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი”

თითქოს ჩემი ცხოვრებაც საწყაულია, რომელიც ივსება, ივსება, მაგრამ მაინც ვერ ივსება ბოლომდე. თითქოს სულ რაღაცის მოლოდინში ვარ, ველოდები ხვალინდელ დღეს, რომელიც ნათელი, მხიარული და კარგი ამბებით სავსე წარმომიდგენია.. მაგრამ სინამდვილეში რა ხდება? თენდება ჩვეულებრივი დილა და იწყება ჩვეულებრივი დღე. არაფრით გამორჩეული.. დილას ადგომით, სკოლაში წასვლით, ათასი უსამართლობის მოთმენით, ზოგჯერ ცოტა სიხარულით, იმედგაცრუებით… სახლში დაბრუნებით, ისევ ხვალინდელი დღისთვის მზადებით , აქ ინტერნეტში ჯდომით და ერთფეროვნებით. მომბეზრდა საერთოდ ეს ყველაფერი, მინდა რომ ძალიან ძალიან შორს წავიდე, მოვწყდე ამ სამყაროს, სულ მარტო ვიყო ბუნებაში, პატარა მყუდრო სახლი მქონდეს, ბუხარი და წიგნები… სხვა არაფერი. მინდა, რომ ჩემს ქალაქშიც ლამაზი შემოდგომა იყოს, გულს რომ უხარია ისეთი.. ფერადი ფოთლებით, წვიმის სურნელით. მაგრამ რეალობა სულ სხვანაირია – წვიმს მხოლოდ ღამით, დილას კი მარტო ტალახს თუ შეხვდებით. წვიმის სუნიც გამქრალია, არც ხეები გამოირჩევიან სილამაზით. თითქოს მოიწყინა ყველაფერმა, ბუნებამაც კი.. თითქოს ირგვლივ ყველა ჩემნაირად რაღაცის მოლოდინშია.. მინდა რომ, ჩემი წარმოსახვითი ტკბილი ნოემბერი მაინც იყოს ისეთი. მინდა, რომ ეს შემოდგომაც დასამახსოვრებელი იყოს თუნდაც რაიმე მცირედი მოვლენით.


Read more…

Enjoy the little things

October 30, 2012

“თუ გინდა იყო ბედნიერი, იყავი” –  პირველად, რომ წავიკითხე ეს სიტყვები დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია ჩემში და გავიფიქრე კიდეც “თითქოს ადვილი იყოსთქო”. მაგრამ, რომ დავუფიქრდი მიხვდი რომ ამ ფრაზაში არის რაღაც სიმართლის ნაპერწკალი. ბედნიერებისთვის არ არის აუცილებელი, რომ გყავდეს ფირმა მანქანა, ძალიან მაგარი სახლი, კარგი ტანსაცმელი, კარგი მობილური და ა.შ. მაგალითად მე ძალიან მცირედიც მაკმაყოფილებს, თუნდაც მუსიკის მოსმენა, სითბო, წვიმის წკაპაწკუპი, მეგობრებთან ერთად ყოფნა, საინტერესო გადაცემის ყურება, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად მაინც მაბედნიერებს ის, როდესაც რამეს მიწონებენ.  თუ გონებაში გამჯდარი გაქვს, რომ ხარ უბედური და ვერასდროს იქნები ბედნიერი მაშინ ეს მართლაც ასე იქნება. უნდა  ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება პოზიტიური განწყობა გვქონდეს და ცხოვრებას უფრო ნათელი იქნება უამრავი პრობლემის მიუხედავად. ძნელია იპოვო შენი ადგილი ამ ცხოვრებაში, მაგრამ არაეთხელ მითქვამს რომ რაღაც მიზეზი აქ ჩვენს ყოფნას აქ და სწორედ ამ მიზეზის ძებნაში ატარებენ წლებს. ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება, ის უცებ მოდის, და ასევე უცებ ქრება.


Read more…

შარლოტა ბრონტე – ჯეინ ეარი

September 9, 2012

გეგმაში მქონდა, რომ ამ წიგნის შესახებ დამეწერა ბლოგზე, ხო და გეგმაც განხორციელებას იწყებს. არ მინდა ბანალურად დავიწყო, სწორედ ამიტომ მცირედი ინფორმაცია მოვაგროვე ამ წიგნსა და შარლოტა ბრონტეზე. წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ინფორმაცია აღებულია თვითონ ამ წიგნიდან

ზოგადად წიგნზე (ინფორმაცია)

როგორც იუწყებიან, “ჯეინ ეარი” პირველად  1847 წელს, ლონდონში გამოქვეყნდა. დღეს დღეობით კი ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისური რომანია, როგორც მას ერთმა კრიტიკოსმა უწოდა “ყველაზე რომანული რომანი” . ჯეინ ეარი ბევრ ქვეყანაში მოხვდა პროექტ “50 წიგნში” და მათ შორის საქართველოშიც. ამ წინგმა შარლოტა ბრონტე მსოფლიო ლიტერატურის სახელმოხვეჭილოსტატებს გვერდში ამოუყენა. ძირითადი პირობა, რამაც განსაზღვრა «ჯეინეარის» წარმატება, ეს მთავარი გმირის _ ჯეინის დაუდგრომელი, მებრძოლი და მეამბოხე სულია. მართალია, ნაწარმოების პირველ თავებში აღწერილ რიდების ოჯახში ჯეინი ჯერ კიდევ უმწეო ბავშვია, მაგრამ არსებული სინამდვილისადმი წინააღმდეგობის გაწევის სურვილი ბობოქრობს მასში. იგი მებრძოლი, მეამბოხე სულით დაჯილდოებული ადამიანია. Read more…

ერიხ მარია რემარკის “ტრიუმფალური თაღი”

July 30, 2012

ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება,ადამიანის ადგილი კი არსად არის … ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან,რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ.ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი,რომლისკენაც სწრაფვა,ამავდროულად,გადარჩენისათვის ბრძოლას მოგვაგონებს.ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა.ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე,რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი.  და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ”ტრიუმფალური თაღის”დასასრულს ომი მხოლოდ იწყება

სწორედ ასეთი შესავალი აქვს ერიხ მარია რემარკის წიგნს “ტრიუმფალური თაღი”, რომელიც არის ერთ-ერთი მათგანი იმ 50 წიგნიდან, რომელიც უნდა წაიკითხოთ სანამ ცოცხალი ხართ. გუშინ მოვრჩი წიგნის კითხვას და დიდი შთაბეჭდილელები მოახდინა ჩემზე. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ წიგნი არის ძალიან მოწესრიგებული და ასევე დიდი მადლობა აკაკი გელოვანს თარგმნისთვის 🙂

წიგნს ძალიან აქებდნენ და მეც რა თქმა უნდა დამაინტერესა და ვიყიდე.. მახსოვს მზის სხივებმა გამაღვიძა და მაშინვე დედაჩემს დავუძახე წიგნი მიყიდეთქო და რომ მითხრა კიო მაშინვე შევუდექი კითხვას. ერიხ მარია რემარკი განუმეორებელი მწერალია! თვით ეს წიგნიც საოცრებაა, მთელი ის დღეები როდესაც წიგნს ვკითხულობდი ვმოგზაურობდი სულ სხვა სამყაროში, სადაც ვიყავით მხოლოდ მე და წიგნის პერსონაჟები. მთავარი გმირი რავიკი ძალიან ნიჭიერი ადამიანია, მისგან დიდი გამოცდილება მივიღე.. ეს წიგნი მთლიანად ფილოსოფიაა და საოცარი ფრაზებია მოყვანილი მასში.. თითოეულ წინადადებაზე ვფიქრდებოდი და ძალიან მიხაროდა, რომ ეს წიგნი ჩემს ხელში იყო და მქონდა შესაძლებლობა წამეკითხა.
Read more…

ცივი ზამთრის, თბილი დღე..

February 8, 2012

დაახლოებით ერთი კვირაა ყინვები დაიწყო.. ამას ისიც დაემატა, რომ თოვლი მოვიდა, თან ფხვიერი,, ისეთი გუნდას რომ ვერ გააკეთებ ადამიანი. ისე დიდი თოვლი მოვიდა დღეს.. ეხლა კი მინდა ჩემი დღევანდელი დღე გიამბოთ, მოდით პოსტს დავარქმევ >>>ცივი ზამთრის, თბილი დღე..<<<
Read more…