Skip to content

ცივი ზამთრის, თბილი დღე..

February 8, 2012

დაახლოებით ერთი კვირაა ყინვები დაიწყო.. ამას ისიც დაემატა, რომ თოვლი მოვიდა, თან ფხვიერი,, ისეთი გუნდას რომ ვერ გააკეთებ ადამიანი. ისე დიდი თოვლი მოვიდა დღეს.. ეხლა კი მინდა ჩემი დღევანდელი დღე გიამბოთ, მოდით პოსტს დავარქმევ >>>ცივი ზამთრის, თბილი დღე..<<<

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დილას ჩვეულებრივ 7:30-ზე ავდექი, მაგასაც თუ ადგომა ქვია 🙂 ჩავიცვი ჩვეულებრივ და წავედი სკოლაში.. არავინ არ იყო მოსული, პირველი მივედი სკოლაში და ამიტომ შემიშვეს შიგნით. მაშინვე ჩემი კლასისკენ გავეშურე. გავიხადე ქურთუკი, ჩანთა, ხელთაათმანები და გამათბობელს მივუსკუპდი. ხელებს ვითბობდი და თან ფანჯრიდან ვიყურებოდი, ვუყურებდი როგორ ცვიოდა ფანტელები.. ძალიან ლამაზად, დინჯად ეცემოდნენ თეთრი ფანტელები ხეებზე.. გაშიშვლებული ხეები და მათზე წამომჯდარი ფანტელები კი უფრო ლამაზ ხდიდნენ გარემოს.. ირგვლივ არავინ იყო ჩემს გარდა, სიწყნარე.. მართალია ჩემი სიამოვნება მხოლოდ 5-10 წუთს გაგრძელდა, მაგრამ ძალიან კარგი იყო.. ფანტელებით დაფარული ხეები, თბილი ხელები, სიწყნარე – სრული ბედნიერება იყო ჩემთვის იმ წუთს.

ნუ შემდეგ ყველა მოვიდა და სიჩუმეც დაირღვა.. გავიდა 3 გაკვეთილი და მე-4 გაკვეთილი ინგლისური გვქონდა. სადააცაა აღრიცხვა უნდა გაეკეთებიდა მასწავლებელს, რომ ამ დროს კლასში ღრმად პატივცემულმა ქალბატონმა ღლონტმა შემოაბიჯა. [სასწ.ნაწილი], უკან მას დირექტორი ასევე ღრმად პატივცემული ნინო გავაშელი მოჰყვა. ნუ ჩვენ რაღაც კარგს რომ გვეტყოდნენ ვიცოდით და დაახლოებით ვხვდებოდით რასაც.. ქალბატონმა ღლონტმა ბრძანა:
– ბავვშვებო, ჩუმად ჩაიცვით და ჩადით
ააე, იეე, უეე, – გავკიოდით ბავშვები
დაწყნარდით ! ორშაბათამდე გითხოვთ – თქვა გავაშელმა

ამან კიდევ უფრო გაგვახარა, ვინ ვის ეხუტებოდა, ვინ გაჰკიოდა, ვინ ხტოდა ვერაფერს გაიგებდით ისეთი ამბავი იყოო..:დ ყველაზე მეტად ის გამიხარდა ( გაგვიხარდა ), რომ ისტორიული პოემა თორნიკე ერისთავის სწავლა ხვალისთვის აღარ გვიწევდა .. ხო და მეც ჩემი ბედის რა ვთქვი ამ დროს გამიფუჭდა ჩემი ჩანთა, ”ზმეიკა” აღარ შეეკრა, მაგრამ ამ გაგანია თოვლში ჩანთას ვდარდობდი ? მივდე იქვე კუთხეში და წავიდააა გუნდაობააა.. ჩვენი სიმხიარულეს მოკლე ბედნიერება აღმოჩნდა, იმიტომ რომ… მანდატურებმა ”დაგვარბიეს” 😀
ხო და ასე, სანამ სადარბაზოში შევიდოდი კი ჩავვარდი გემრიელად თოვლში. სახლში სულ ”გათოვლილი” მივედი.. ასე დასრულდა ცივი ზამთრის, თბილი დღე..
მომავალ პოსტამდე 😉

13 Comments leave one →
  1. ანა ჯაფარიძე permalink
    February 8, 2012 11:57 am

    ძააააან მომეწონა მააააარ ❤ ❤ :**

  2. February 8, 2012 2:35 pm

    :** madloba ann ❤

  3. February 8, 2012 5:46 pm

    Maryam Dzalian Kargia ❤ Chemi Chkviani Da Poeetii ❤
    მ დროს კლასში ღრმად პატივცემულმა ქალბატონმა ღლონტმა შემოაბიჯა. [სასწ.ნაწილი], უკან მას დირექტორი ასევე ღრმად პატივცემული ნინო გავაშელი მოჰყვა. Momewoona ❤

  4. May 5, 2012 5:52 pm

    ra kargad wer

  5. May 6, 2012 7:40 pm

    gaixare, didi madloba ❤

  6. sofojaniashvili10 permalink
    July 9, 2012 1:21 pm

    ჩემი ჩემი უსაყვარლესი პოსტი. ❤
    ყველაზეეეეეეე მეტად მიყვარს ეს პოსტიი ^^
    როგორ მახსოვს ზამთარში, რომ ვკითხულობდი..<3

  7. October 27, 2012 9:39 am

    რა თბილია მართლა, <33

  8. October 27, 2012 1:28 pm

    vaime dzalian msiamovnebs amis wakitxva ❤ kargi mogonebebii ❤ ra dge7i viyavit :DDD

  9. irma permalink
    January 17, 2013 10:10 am

    😀 😀 good job 😀

Leave a comment