Skip to content

მოლოდინში …

November 2, 2012

” რა არის ჩვენი ყოფა – წუთისოფელი, თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი”

თითქოს ჩემი ცხოვრებაც საწყაულია, რომელიც ივსება, ივსება, მაგრამ მაინც ვერ ივსება ბოლომდე. თითქოს სულ რაღაცის მოლოდინში ვარ, ველოდები ხვალინდელ დღეს, რომელიც ნათელი, მხიარული და კარგი ამბებით სავსე წარმომიდგენია.. მაგრამ სინამდვილეში რა ხდება? თენდება ჩვეულებრივი დილა და იწყება ჩვეულებრივი დღე. არაფრით გამორჩეული.. დილას ადგომით, სკოლაში წასვლით, ათასი უსამართლობის მოთმენით, ზოგჯერ ცოტა სიხარულით, იმედგაცრუებით… სახლში დაბრუნებით, ისევ ხვალინდელი დღისთვის მზადებით , აქ ინტერნეტში ჯდომით და ერთფეროვნებით. მომბეზრდა საერთოდ ეს ყველაფერი, მინდა რომ ძალიან ძალიან შორს წავიდე, მოვწყდე ამ სამყაროს, სულ მარტო ვიყო ბუნებაში, პატარა მყუდრო სახლი მქონდეს, ბუხარი და წიგნები… სხვა არაფერი. მინდა, რომ ჩემს ქალაქშიც ლამაზი შემოდგომა იყოს, გულს რომ უხარია ისეთი.. ფერადი ფოთლებით, წვიმის სურნელით. მაგრამ რეალობა სულ სხვანაირია – წვიმს მხოლოდ ღამით, დილას კი მარტო ტალახს თუ შეხვდებით. წვიმის სუნიც გამქრალია, არც ხეები გამოირჩევიან სილამაზით. თითქოს მოიწყინა ყველაფერმა, ბუნებამაც კი.. თითქოს ირგვლივ ყველა ჩემნაირად რაღაცის მოლოდინშია.. მინდა რომ, ჩემი წარმოსახვითი ტკბილი ნოემბერი მაინც იყოს ისეთი. მინდა, რომ ეს შემოდგომაც დასამახსოვრებელი იყოს თუნდაც რაიმე მცირედი მოვლენით.


ველოდები ზამთარსაც.. მაგრამ წინასწარ ვიცი, რომ წესიერი თოვლი არ მეღირსება და მარტო თოვლ-ჭყაპს თუ ვიხილავ. იმედია, ახალი წელი მაინც იქნება დასამახსოვრებელი და არ გავატარებ ამ დროს რუსთავში, მინდა რომ ქუთაისში წავიდე. ჰო და ველოდები მეც, ზამთარს. იმის მიუხედავად, რომ არ ვგიჟდები დიდად მასზე სხვების მსგავსად. ალბათ იმიტომ, რომ სიცივეს ვერ ვიტან, ან ალბათ იმიტომ რომ ვიცი როგორი ზამთარიც იცის აქ…
მაინც ველოდები..

8 Comments leave one →
  1. George permalink
    November 2, 2012 4:46 pm

    მარიამ ძალიან კარგი ჩანახატია ♥ ♥ ყველაფერი ძალიან ლაკონურად, მაგრამ ძალიან ლამაზად და მხატვრულად გაქვს გადმოცემული ^_^ 10 ჩემგან 😀 ♥

  2. November 2, 2012 5:23 pm

    ძალიან კარგი პოსტია ❤

  3. sofojaniashvili10 permalink
    November 3, 2012 6:50 am

    ეჰ, ეგ ყველაფერი მეც მინდა 😦
    ზამთარიც ძალიან მინდა, ყველაზე მეტად მიყვარს ეგ დრო, თუმცა ვიცი, რომ ისეთი ტკბილი მაინც არ იქნება ჩემს პატარაობაში რომ იყო.. ❤
    ყოჩაღ მარიამ, ძალიან კარგი პოსტია.. წარმატებები!

  4. November 10, 2012 5:47 pm

    ძალიან მომეწონა ❤

Leave a comment